
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი მანდატს დატოვებს. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. დეპუტატი თანამდებობას 20 იანვრიდან დაიკავებს, მანამდე კი, საქართველოს პარლამენტის მანდატის დატოვება მოუწევს.
კანცლერის არჩევნებში აკადემიური საბჭოს 35-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა და კარლო კოპალიანს 34-მა დაუჭირა მხარი.