თავში

კარლო კოპალიანმა შესაძლოა დეპუტატის მანდატი დატოვოს

კარლო კოპალიანმა შესაძლოა დეპუტატის მანდატი დატოვოს
კარლო კოპალიანმა შესაძლოა დეპუტატის მანდატი დატოვოს

ამ წუთებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნები მიმდინარეობს. კანცლერის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კარლო კოპალიანია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი ამბობს, რომ უნივერსიტეტის კანცლერად არჩევის შემთხვევაში საპარლამენტო მანდატზე უარს იტყვის. როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერობა დეპუტატობასთან შეუთავსებელია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩემი მშობლიური უნივერსიტეტია, ვასწავლი, პროფესორი ვარ და გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა კანცლერის არჩევნებში. 12 წელია, დეპუტატი ვარ და ვფიქრობ, საკმარისია. სხვები მოვლენ, ახალგაზრდობა. მუდმივი არაფერი არ არის. მე მგონი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ოპოზიციაშიც ვიყავი, ხელისუფლებაშიც ვიყავი, ჩემი პრინციპებისა და ქვეყნისთვის არ მიღალატია არასდროს, ახლა გადავინაცვლებ აკადემიურ სფეროში. აქაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, არ იფიქროთ ნაკლები საქმეა, დიდი კოლექტივია, კანცლერობა არის უფრო ადმინისტრაციული ნაწილის ხელმძღვანელობა. წარმომადგენელთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს ჩემი კანდიდატურა. 20 იანვრისთვის ყველაფერი მზად იქნება“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა. 

კანცლერის თანამდებობაზე თავდაპირველად სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, თუმცა ორმა მათგანმა კანდიდატურა მოხსნა. 

ხმის მიცემა 17:00 საათისთვის დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system