თავში

"კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს" - თეა წულუკიანი

"კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს" - თეა წულუკიანი
კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს - თეა წულუკიანი

კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, მოწოდების გარდა, არაფრის გაკეთება არ შემიძლია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობაზე საუბარი არასდროს არის გვიან. მინისტრმა ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

"ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. შედარებაც კი არ შეიძლება რამდენად ღიად საუბრობენ ქალები ახლა. ნინუცა მაყაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ იყო მიწვეული საგამოძიებო ორგანოში, ის ჯერ კიდევ არ მისულა. იმედი მაქვს, რომ უარს არ აცხადებს, რადგან თუნდაც ის ფიქრობდეს 11 წლის მერე გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარული, მე მინდა მას ვუთხრა, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, ვინაიდან ეს სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გადაცემა ,,ფარულ კონვერტში" მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.

ბესო ზანგური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

საჯარო განცხადების შემდეგ მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბესო ზანგური "რუსთაველის თეატრის" მსახიობია. თეატრმა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ მოკლე განცხადება გაავრცელა და ძალადობა დაგმო, თუმცა მსახიობი თეატრში დატოვა. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა. მან ბესო ზანგურის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

მომხდარის შემდეგ ბესო ზანგურს გაემიჯნა მისი სასცენო პარტნიორი, რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილმა, როგორც ინაშვილმა განაცხადა, ის აღარ აპირებს ზანგურთან ერთად ერთ სცენაზე დგომას.

მოგვიანებით ზანგური ძალადობაში კიდევ ერთმა კოლეგამ დაადანაშაულა. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ხნის თეატრალურ უნივერსიტეტში ნახა, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს.

ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა რუსთაველის თეატრმაც და იმ სპექტაკლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system