თავში

"ქართული ოცნება" "მთავარისა" და "TV პირველის" ეთერებში მონაწილეობას მიიღებს

"ქართული ოცნება" "მთავარისა" და "TV პირველის" ეთერებში მონაწილეობას მიიღებს
ქართული ოცნება მთავარისა და TV პირველის ეთერებში მონაწილეობას მიიღებს

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ტელეკომპანია "მთავარისა"და "ტვ პირველის" სატელევიზიო ფორმატებში მონაწილეობას მიიღებენ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"რადგან შემოთავაზება იყო ორი ტელეკომპანიის მხრიდან, ეს იყო ტელეკომპანია "მთავარი" და "ტვ პირველი", რომ იქნებოდა ჩვენთვის კონკრეტული ფორმატები, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ვესაუბროთ მოსახლეობას მათ საჭიროებებზე, ვესაუბროთ იმაზე, რაც აინტერესებთ და არ იქნება უსაგნო კინკლაობა და ჩხუბი, რომელიც გასაგებია, ხშირ შემთხვევაში უფრო საინტერესო იყოს, მაგალითად, რომელიმე ტელეკომპანიისთვის. ამ ფორმატებზე ჩვენ ვაცხადებთ თანხმობას", - განაცხადა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system