თავში

ქართულ ენაზე ბრაილის შრიფტით წიგნი ,,ჭადრაკი ყველასთვის" გამოიცა

ქართულ ენაზე ბრაილის შრიფტით წიგნი ,,ჭადრაკი ყველასთვის" გამოიცა
ქართულ ენაზე ბრაილის შრიფტით წიგნი ,,ჭადრაკი ყველასთვის გამოიცა

ქართულ ენაზე და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი „ჭადრაკი ყველასთვის“ გამოიცა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლიდან წიგნის ,,ჭადრაკი ყველასთვის" ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბრაილის შრიფტით გამოცემული საჭადრაკო სახელმძღვანელო პირველად გამოიცა.

ავტორების, საერთაშორისო დიდოსტატების სალომე მელიასა და დავით ჯოჯუას თქმით, შშმ პირებისთვის განკუთვნილი საჭადრაკო სახელმძღვანელო საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ბიბლიოთეკას, უსინათლოთა კავშირს და იმ ორგანიზაციას გადაეცემა, სადაც ამის მოთხოვნა იქნება.

გარდა ბრაილის შრიფტისა, სახელმძღვანელო დაიბეჭდა მხედრული შრიფტით, რომელიც მისაღებია ნებისმიერი ასაკისა თუ სტატუსის მქონე მკითხველისთვის.

წიგნის რეცენზენტები არიან მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე და პროფესორი ვეფხვია ოდიშარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system