თავში

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი სახელმწიფოს მიწის წართმევაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი სახელმწიფოს მიწის წართმევაში
ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი სახელმწიფოს მიწის წართმევაში ადანაშაულებს

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, არმენ მკრტიჩიანი, რომელიც სამ წელზე მეტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, სახელმწიფოს მის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით საკითხთან მან სოფლის მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა. 

არმენ მკრტიჩიანის თქმით, ოთხი წლის წინ მან შეიძინა 2800 კვ.მ საკარმიდამო ნაკვეთი, თუმცა 2 წლის წინ მას ეს მიწა წაართვეს. მისივე განმარტებით, არსებობს ყველანაირი იურიდიული საფუძველი იმისთვის, რომ დაუკანონდეს ქონება, თუმცა სათანადო დაწესებულებებიდან პასუხი დღემდე არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ მკრტიჩიანი აღნიშნულ ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტის მოწყობას გეგმავდა, სადაც 10-მდე ადამიანი დასაქმდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system