თავში

"ქართული ოცნების" ოფისთან 5 დემონსტრანტი დააკავეს

"ქართული ოცნების" ოფისთან 5 დემონსტრანტი დააკავეს
ქართული ოცნების ოფისთან 5 დემონსტრანტი დააკავეს

"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე 5 დემონსტრანტი დააკავეს. "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

"მე როგორც ვიცი დაკავებულია "მოძრაობა საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ალექსანდრე მილორავა. ასევე, ჩვენ შემოგვიერთდნენ სხვადასხვა მოძრაობის წევრები და არ ვიცი, კონკრეტულად რომელი მოძრაობის წევრები დააკავეს. ასევე, დაკავებულია ძალიან აქტიური წევრი ბექა პაპაშვილი. ცოტა ხანში შესაძლებელია გადავინაცვლოთ ე.წ. "შუშებში" ჩვენს მეგობრებთან", - განაცხადა "მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთმა აქტივისტმა.

"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა იმართებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system