თავში

ქართული საზოგადოება ის აღარაა, რაც თუნდაც 2012 წელს იყო- თამარ ჩერგოლეიშვილი

ქართული საზოგადოება ის აღარაა, რაც თუნდაც 2012 წელს იყო- თამარ ჩერგოლეიშვილი
ქართული საზოგადოება ის აღარაა, რაც თუნდაც 2012 წელს იყო- თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი და რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ქვეყნის განვითარების ნაბიჯებზე საუბრობს.

"ჩვენ, ვინც მთელი ბავშვობა ტოტალიტარულ საზოგადოებაში გავატარეთ, სადაც კანონზომიერად, სულ ყველაფერი შავ-თეთრია და ნაცრისფერი ტონალობების გასარჩევად სივრცე არ რჩება;

ჩვენ, ვინც, მთელი ბავშვობა არჩევანი - არადანის პრინციპით ვითამაშეთ და ვიცოდით, რომ ან ჩაგრავ - ანაც გჩაგრავენ; ჩვენ, ვინც მთელი ახალგაზრდობა ვუყურეთ, რომ ვინც იგებს, იმას ყველაფერი მიაქვს, ვინც აგებს - ყველაფერს კარგავს. ~

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თანამედროვე ქართულ საზოგადოებას ამ პრინციპს ვერ ვარგებთ. ვერ ვარგებთ, იმიტომ რომ რეალობას თვალს არ ვუსწორებთ და ვერ ვეგუებით, რომ უბრალოდ არ ერგება. ჩვენ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ ვარდების რევოლუციის მნიშვნელობას და ვერ ვეგუებით, რომ ვარდების რევოლუციის და თანამდევი მსოფლიო ტექნოლოგიური რევოლუციის შედეგად (ინტერნეტი) ჯინი ბოთლიდან გამოვიდა - საზოგადოებრივ ცხოვრებაში სოციალური ფენების ჩართულობა განუზომლად გაიზარდა. 

2009 წელს, როცა ტაბულასთვის ახალგაზრდა თანამშრომლები ავიყვანე, ყველაზე კარგად გავიაზრე ვარდების რევოლუციის შედეგი - ვარდების რევოლუციის შედეგია ის, რომ ხარაგაულელ, ზესტაფონელ, ხონელ, მარნეულელ ახალგაზრდებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებად და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების თანამშრომლებად ვხედავთ და გვიხარია. ასე იცის, როდესაც კორუფციას სპობ და სიკეთეების თავისუფალი კონკურენციით მიღწევა შესაძლებელი ხდება. მაგ დროს ყურადღება ნიჭს და შესაძლებლობებს ექცევა და არა იმას, ვინ ვისი ნათესავია, ან ვის მეტი ფული აქვს. ნიჭიერი და წარმატებული ხალხი ყველა საზოგადოების ძრავია - ისინი ქმნიან მაგალითებს სხვებისთვის, ისინი ატრიალებენ პროგრესის ბორბლებს. 

ვინც გაიაზრებს ამ უდიდესი ცვლილების შინაარსს და მიხვდება, რომ ქართული საზოგადოება ის აღარააა, რაც თუნდაც 2012 წელს იყო; ვინც გაიაზრებს, რომ ახალ გარემოებებში, ძველი წესებით და მეთოდებით ვერ იმოქმედებ; ვინც გაიაზრებს რომ დღევანდელი ქართული საზოგადოება შავ-თეთრად აღარ ხედავს სამყაროს; და ვინც თავისი ტონალობის ნაცრისფერს იპოვის, და გააფერადებს - ის იქნება წინ და მიაღწევს მიზანს",წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system