თავში

ქართული სუფრიდან უკმაყოფილო არავინ მიდის - National Geographic-ის სტატია საქართველოზე

ქართული სუფრიდან უკმაყოფილო არავინ მიდის - National Geographic-ის სტატია საქართველოზე
ქართული სუფრიდან უკმაყოფილო არავინ მიდის - National Geographic-ის სტატია საქართველოზე

ქართული სუფრიდან უკმაყოფილო არავინ მიდის- National Geographic-ის ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარატონი საქართველოს სუფრისა და ტრადიციების შესახებ წერს.

„საქართველოში ყოფნისას მე დამპატიჟეს ათობით სუფრაზე არა მხოლოდ მეზობლებმა და მეგობრებმა, არამედ სრულიად უცხო ადამიანებმაც. ვიყავი საქართველოს მთიან ნაწილშიც - ხევსურეთში. ქართულ სუფრასთან როდესაც მოხვდებით თქვენ დააგემოვნებთ უამრავ ნაციონალურ კერძს, მაგრამ ყველაზე გამორჩეულია მწვადი , ხაჭაპური და ხინკალი. ქართული სუფრა შედგება უამრავი სხვა უგემრიელესი კერძისგან. ქართული სუფრის ტრადიციაა, რომ სუფრას აუცილებლად უნდა ჰყავდეს თამადა, ქართული სუფრიდან უკმაყოფილო არავინ მიდის“- წერს ტარა იზაბელა ბარტონი.

ცნობილი გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მარკეტინგული კამპანია წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს შესახებ 5 სტატია გამოქვეყნდება, პროექტი ასევე შეეხება ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system