თავში

ქართველი ექიმები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოში გადამზადებას გაივლიან - PHOTO

ქართველი ექიმები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოში გადამზადებას გაივლიან - PHOTO
ქართველი ექიმები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოში გადამზადებას გაივლიან - PHOTO

ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს "ბამბინ ჯეზუს" ბაზაზე, რომში რამდენიმეკვირიან გადამზადებას გაივლიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით გამონაკლისის სახით, საქართველოს დახმარებას გაუწევს. 

აღნიშნულ შეთანხმებას დღეს ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტისას ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოსთან მიაღწია.

"ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. დავათვალიერე "ბამბინ ჯეზუს" საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური მეცნიერებათა კვლევის ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი გამოჩენილია ევროპაში და რომელიც პირველ რიგში, ბავშვთა მიმართულებით იშვიათ და ონკოლოგიურ დაავადებებზე მუშაობს. მათ მზადყოფნა გამოთქვეს იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით ითანამშრომლონ საქართველოსთან. პირველ რიგში, მოხდება ჩვენი ექთნებისა და ექიმების გადამზადება. საჭიროა, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ლაბორატორიის მუშაობაში და კვლევაში.

ასევე, მზად არიან დიაგნოსტიკური კუთხით თანამშრომლობისთვის. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაეხმარებიან ჩვენ ბავშვებს. საავადმყოფოს დირექტორი ჩამოვა საქართველოში, ჩვენ ამაზეც ვართ შეთანხმებული და ადგილზე მოვაწერთ ხელს მემორანდუმს. ეს ყველასთვის ძალიან სასიხარულო ამბავია და მე პირადად, ძალიან მიხარია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ კვლევით და დიაგნოსტიკურ-გენეტიკურ საქმიანობას ეწევა, მათ შორის იმუნოთერაპიის და უჯრედული თერაპიის კუთხით.

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს "ბამბინ ჯეზუს" დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი, მარიელა ენოკი საქართველოს ესტუმრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system