
ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი თამუნა გიგუაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იტალიაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს.
"ცუდი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა იტალიაში... გადავსებული რეანიმაციები, ექიმების დიდი ნაწილი კარანტინშია, არ ყოფნით არც ინვენტარი, არც ადგილები და მიიღეს გადაწყვეტილება პირველ რიგში უმკურნალონ იმათ, ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს",- წერს ქართველი ემიგრანტი.