თავში

ქართველმა ემიგრანტმა კორონავირუსი დაამარცხა

ქართველმა ემიგრანტმა კორონავირუსი დაამარცხა
ქართველმა ემიგრანტმა კორონავირუსი დაამარცხა

ქართველი ემიგრანტი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, კორონავირუსისგან განიკურნა.

თამუნა ცხომელიძის პოსტს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"მოგესალმებით! ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ამაფორიაქებელმა 8 დღემ უკვე გაიარა. ყველაფერი იყო... სიმპტომები, ემოციები, ფიქრები და იყო რწმენა. 6 დღის განმავლობაში იყო ტემპერატურა, იყო სისუსტე, ყელის ტკივილი და მშრალი ხველა, იყო თავის ტკივილი და თვალების წვა, ასევე, ციებ-ცხელება და იყო უჟანგბადობის ერთი ყველაზე ჯოჯოხეთური გრძელი ღამე. ამ ყველა სიმპტომს, რა თქმა უნდა, თავისი დღეები ჰქონდა და პერიოდულად ვლინდებოდა. არ დაგიმალავთ და იყო მღელვარება, მაგრამ დღეს, როცა თითქმის ყველაფერი დასრულდა და უკან მოიხედავ, იგრძნობ, რომ შენ ეს შეძელი და არც თუ ისე რთულად გამოგივიდა. მადლიერი ვარ უფლის და მეამაყება საკუთარი იმუნიტეტი. ჯანმრთელობას გისურვებთ და ყველა ერთად შევძლებთ დავამარცოთ Covid 19, რომელიც ნამდვილად არ არის მომაკვდინებელი," - წერს თამუნა ცხომელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system