თავში

ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 2.6 მილიონი დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოპარა

ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 2.6 მილიონი დოლარი
ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 2.6 მილიონი დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოპარა

ქურთისტანის ქალაქ დაჰუკში ქართველმა ქალმა თანამზრახველებთან ერთად ერაყელი ბიზნესმენი გაქურდა. მათ 4 კილოგრამი ოქრო და2.6 მილიონი დოლარი მოიპარეს. დღეს დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ფულის დიდი ნაწილი და ოქრო პატორნს დაუბრუნეს, თუმცა მძარცველები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ძარცვის ორგანიზატორმა ქართველმა ქალმა ერაყის ქურთისტანის ტერიტორია უკვე დატოვა. 

როგორც ცნობილია ქართველი ემიგრანტი ქურთისტანში ადგილობრივი ბიზნესმენის სახლში დამლაგებლად მუშაობდა. სახლის ძარცვა მან სამ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა. ისინი სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც ქალი მუშაობდა. ძარცვის შემდეგ ქართველი დამლაგებელიც გაუჩინარდა. პოლიციამ დაადგინა, რომ ის ქურთისტანიდან თურქეთში გადავიდა და თან 20 000 აშშ დოლარი წაიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system