თავში

ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში არ გაუშვეს

ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში არ გაუშვეს
ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში არ გაუშვეს

ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს 70-მდე მოქალაქე პოლონეთში არ გაუშვეს. მგზავრებს ავიარეისზე ჩასხდომის ბარათებიც აღებული ჰქონდათ და ბარგიც ჩაბარებული, როდესაც სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს გამგზავრების უფლება აღარ მისცეს. მესაზღვრეების გადაწყვეტილებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხმაური მოჰყვა. საბოლოოდ თვითმფრინავის ბორტზე, მხოლოდ 10 მოქალაქე აუშვეს. 

მგზავრების თქმით, თავდაპირველად მესაზღვრეებმა არ გაშვების მიზეზად, პოლონეთის მხრიდან საზღვრის ჩაკეტვა დაუსახელეს, ხოლო მოგვიანებით საქართველოს მოქალაქეებს, უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყანაში გასამგზავრებლად ვიზები მოსთხოვეს. 

ცნობისთვის, 2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დაინერგა შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურა, შენგენის ზონის მოთხოვნებთან მათი საბუთების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system