თავში

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში წვრთნა გაიარეს

​ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში წვრთნა გაიარეს
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში წვრთნა გაიარეს

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ არსებულ საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მრჩეველთა ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლება ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.

სწავლებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის „ჩარლი“ ოცეული მონაწილეობდა.

გეგმიური სწავლების ამოცანა სწრაფი რეაგირების ოცეულისა და მრჩეველთა ჯგუფის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა იყო. სწავლება რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული და ჯგუფის დაზიანების ზონიდან გამოყვანას, დაჭრილებისა და დაზიანებული ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.

III ქვეითი ბრიგადის რეაგირების ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფში 2019 წლის ივლისიდან ასრულებს. ასეულის უმთავრესი ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამოქმედო არეალში პატრულირებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system