თავში

ქაშიბაძე: დაინფიცირების შიშით პაციენტები კლინიკებს საჭიროების დროსაც აღარ მიმართავენ

ქაშიბაძე: დაინფიცირების შიშით პაციენტები კლინიკებს საჭიროების დროსაც აღარ მიმართავენ
ქაშიბაძე: დაინფიცირების შიშით პაციენტები კლინიკებს საჭიროების დროსაც აღარ მიმართავენ

მოიმატა დაგვიანებულმა მიმართვიანობამ, ხალხი ცდილობს რომ კლინიკაში არ მივიდეს,- ამის შესახებ Report.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.

გუგა ქაშიბაძის თქმით, კორონავირუსის საფრთხის გამო, პაციენტები საჭიროების შემთხვევაშიც კი, კლინიკაში მისვლისგან თავს იკავებენ, რაც მათ ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის.

,,რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექიმები დაინფიცირდნენ, მოქალაქეები თავს იკავებენ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლისგან, ეს მათ ჯანმრთელობას პრობლემას უქმნის. ზოგადად, მიმართვიანობამ იკლო, ჩემი ინფორმაციით, გამოძახებების რაოდენობა შემცირებულია, ფაქტობრივად, თუ აუცილებლობა არ არის, სასწრაფოსაც არ იძახებენ, ფიქრობენ, რომ ეს რისკის შემცველია. ასევე, თუ ძალიან აუცილებელი არ არის, კლინიკაშიც არ მოდიან მოქალაქეები. ყველა ცდილობს ფოტო და ვიდეო გამომიგზავნოს და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შემოვიდეს კლინიკაში. იყო რამდენიმე შემთხვევა, გამიკვირდა კიდეც, რომ საავადმყოფოს დროულად არ მომართეს და დაჟინებული თხოვნის შემდეგ წამოვიდნენ კლინიკაში", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system