თავში

კასპის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

კასპის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო
კასპის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონის მიმდებარედ ტყეში, ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ვერტმფრენი ჩაერთო.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო მანქანებს მისვლა უჭირთ. ამიტომ, ხანძარს ვერტმფრენთან ერთად ცოცხალი ძალის მეშვეობით ებრძვიან.

შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა.

ცნობისთვის, 48 საათის განმავლობაშ მეხანძე-მაშველები სტიქიას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ასევე  ჩაერთო რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system