თავში

კასპისა და ქარელის წყალმომარაგების სისტემა რეაბილიტირდება

კასპისა და ქარელის წყალმომარაგების სისტემა რეაბილიტირდება
კასპისა და ქარელის წყალმომარაგების სისტემა რეაბილიტირდება

 კასპისა და ქარელის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ცნობის მიხედვით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რეგიონში საგრძნობლად შემცირებულია წყლის დებიტი, რის შედეგად მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება. გარდა ამისა, დაზიანებულია მილები და ხშირია წყლის დანაკარგები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარისა და კორპუსების შიდა გაყვანილობის მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქარელისა და კასპის მოსახლოება ,ჯამში 20 ათასზე მეტი ადამიანი გაუმჯებესებული, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system