თავში

კასპში პროფესიული კოლეჯი დაიწყებს ფუნქციონირებას

კასპში პროფესიული კოლეჯი დაიწყებს ფუნქციონირებას
კასპში პროფესიული კოლეჯი დაიწყებს ფუნქციონირებას

კასპში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი აშენდა. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საინჟინრო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობისა სხვა მოთხოვნადი მიმართულებების პროფესიულ პროგრამების გავლა შეეძლებათ

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარით დაფინანსდა. შენობა 260 სტუდენტზეა გათვლილი და აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.

კოლეჯის სამომავლო მუშეობის შესახებ სახელმწიფოს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. 

მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა განაცხადა, რომ დიალოგი ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აუცილებელია იმისთვის, რომ კოლეჯის მიერ შეთავაზებული ყველა პროგრამა მორგებული იყოს რეგიონის საჭიროებებზე.

 „ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ გამოწვევებზე, პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე, იმაზე რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად კიდევ უფრო კარგი შედეგისთვის, ამისათვის გვაქვს დიდი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, კერძო ბიზნესიდან და რაც ძალზე მნიშვნელოვანია - ევროპელი მეგობრებისაგან“, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system