თავში

კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სამუშაოები დაათვალიერა.

კასპის საზოგადოებრივი ცენტრი მეექვსე ფილიალი იქნება, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნება.

ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 85 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „იუსტიციის სახლი“ უზრუნველყოფს.

"სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ხაშურშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან – შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე რაიონში – ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურა ახლით ჩანაცვლდება", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system