თავში

კათალიკოს-პატრიარქმა სამძიმრის წერილი გაავრცელა

კათალიკოს-პატრიარქმა სამძიმრის წერილი გაავრცელა
კათალიკოს-პატრიარქმა სამძიმრის წერილი გაავრცელა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მგალობლის, ლია სალაყაიას გარდაცვალების გამო სამძიმარის წერილი გაავრცელა. მან გარდაცვლილის ახლობლებს, მოსწავლეებსა და გულშემატკივრებს მიმართა. 

"ლია სალაყაიას სახელი საქართველოს ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში შევა, როგორც ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უდიდესი მსახურისა და მისთვის დამაშვრალის.

მთაში თუ ბარში, სოფლად თუ ქალაქად, დიდებთან თუ პატარებთან, პატიმრებთან თუ უცხოეთში მყოფ ქართველებთან, ჯარისკაცებთან თუ ეკლესია-მონასტრებში, უჩვეულოდ მოსიყვარულე, დაუზარელი, გულანთებული ლია მასწავლებელი ყველგან იყო და ყველასთვის იყო.

ეკლესიისთვის თავდადებული, ძველ წმიდა მოღვაწეთა მსგავსი, სრულიად უვერცხლო მუშაკი ღვთისა, ახლა უკვე მარადიულობის ბილიკებს მიუყვება.
ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს მისი სვლა.

უფალმან ლიას უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებს, მოსწავლეებსა და გულშემატკივართ, მოანიჭოს ლოცვის ძალა და თვისი შეწევნა, ამინ!", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system