თავში

"კატეგორიულად ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას"- სანდრო ბრეგაძე

"კატეგორიულად ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას"- სანდრო ბრეგაძე
კატეგორიულად ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას- სანდრო ბრეგაძე

"ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სხვა ძალადობრივ ჯგუფებს გაემიჯნა.

ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ისინი პრაიდის ჩატარების მოწინააღმდეები არიან, თუმცა ძალადობას ემიჯნებიან.

"მინდა დაგიდასტუროთ, რომ "ქართული მარში" არ იღებდა მონაწილეობას 5-6 ივლისის აქციებში და არც მის ორგანიზებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ "პრაიდი" არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ კატეგორიულად ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მითუმეტეს ჟურნალისტების ცემას.

გვქონდა გეგმა, ქუჩაში დამდგარიყვნენ მლოცველები და მშვიდობიანად ჩაეტარებინათ აქცია. 20 - 30 ათასი კაცი რომ მშვიდად ილოცებდა, იქ ლგბტ აღლუმი ვერ ჩატარდებოდა. ეს იქნებოდა ლოგიკური, ცივილიზებული, ჰუმანური და მომგებიანი საქციელი. ჩვენ როდესაც დავინახეთ, რომ ამ გეგმას დიდი მოწონება არ ჰქონდა, ავდექით და ჩამოვშორდით მიმდინარე პროცესებს. საბოლოოდ, ყველაფერი წარიმართა ისე, როგორც არ უნდა წარმართულიყო", - წერს ბრეგაძე Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system