თავში

"კაწრო" ნიკა გვარამიას და "მთავარ არხს" უჩივის

"კაწრო" ნიკა გვარამიას და "მთავარ არხს" უჩივის
კაწრო ნიკა გვარამიას და მთავარ არხს უჩივის

ავთანდილ ბილანიშვილის, ე.წ. კაწროს მეუღლე ნათია რუხაია "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. როგორც "მთავარ არხს" ბილანიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განუცხადა, ნიკა გვარამიას გადაცემა "ღამის მთავარში" ქარტიის ნორმების პირველი, მე-3 და მე-11 პუნქტების დარღვევას ედავებიან.

"ავათანდილ ბილანიშვილის მიმართ განხორციელებული დაუსაბუთებელი, მტკიცებულებების გარეშე ბრალდებების გაჟღერება სატელევიზიო სივრცეში, რომელმაც მიაყენა ძალინ დიდი მორალური ზიანი. ამ შემთხვევაში ავთანდილ ბილანიშვილის მეუღლე ნათია რუხაია არის განაცხადის ავტორი", - თქვა თამარ აბესაძემ.

"მთავარი არხის" იურისტის, თამთა მურადაშვილის განცხადებით კი, ნიკა გვარამიას ეთიკის პრინციპები არ დაურღვევია. მისი თქმით, თავდაპირველად განმცხადებელი ავთანდინ ბილანიშვილი იყო, მოგვიანებით კი ის ნათია რუხაიათი შეიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამია რამდენიმე დღის წინ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. დაკითხვის შემდეგ მან აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის, მონაწილეობას სამი სხვადასხვა წყარო უდასტურებს.

მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდა თავად ავთო ბილანიშვილიც, ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ გამოძიებას ტელეფონის სრული ამონაწერი მისცეს. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბილანიშვილი დანაშაულის ღამეს უბანში იმყოფებოდა და მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში "თეთრპერანგიანი" პირი ის არაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system