თავში

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა
კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

,,მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა COVID-19, ამიტომაც ამ წუთიდან, ბუნებრივია ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში", - წერს კუკავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 30 303-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა 215 ადამიანს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system