თავში

ქედაში საჯარო სკოლის პედაგოგები აიცრნენ

ქედაში საჯარო სკოლის პედაგოგები აიცრნენ
ქედაში საჯარო სკოლის პედაგოგები აიცრნენ

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის პედაგოგები აიცრნენ. ინფორმაციას აჭარის ა/რ-ის განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

"მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ.

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system