თავში

ქედაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

​ქედაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ქედაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქედაში 68-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. მან ადგილობრივ მოსახლეობას ახალი დაწესებულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ხვალ მსგავსი ცენტრი ხულოშიც გაიხსნება.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს მიიღებს. ქედის საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით მუნიციპალიტეტის 64 სოფლის 20 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინიციატივა, რომ ქედის ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას მიენიჭოს ქართველი პოეტის − ფრიდონ ხალვაშის სახელი.

ცენტრში არსებული სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. მაგალითად, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით, საბანკო მომსახურებით და ა.შ.

აღნიშნული საზოგადოებრივი ცენტრი აჭარის რეგიონში რიგით მეხუთეა. ქედის გარდა ცენტრები ფუნქციონირებს მუხაესტატეში, ჩაქვში, შუახევსა და ქობულეთში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system