თავში

კელი დეგნანი: ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ

კელი დეგნანი: ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ
კელი დეგნანი: ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ

„მინდა ვუსურვო ჩემს თანამემამულე ამერიკელებს და ჩვენს ძვირფას მეგობრებს საქართველოში ბედნიერი 4 ივლისი. ეს არის დღე, როდესაც ამერიკელმა ლიდერებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ამერიკელებმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სიტყვები თითქმის ზეპირად იციან. ეს სიტყვები ისეთივე მტკიცე და ძლიერია, როგორც 244 წლის წინ, როდესაც დეკლარაციაში პირველად ჩაიწერა, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი და სიცოცხლის, თავისუფლების, ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება ხელშეუხებელია", - ეს განცხადება აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დგენანმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გააკეთა. 

მისი თქმით, საქართველოს და ამერიკას ხანგრძლივი ისტორიის მეგობრობა აკავშირებთ. 

"წელს ჩვენ აღვნიშნავთ 100 წლისთავს მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში მე-19 შესწორება შევიდა, რითაც ქალებს ყველა შტატში ხმის მიცემის უფლება მიეცათ. ჩემთვის შთამბეჭდავია, რომ როდესაც ამერიკაში ჯერ კიდევ ვიბრძოდით ქალების უფლებებისთვის, საქართველოში უკვე აირჩიეს ხუთი ქალი. კიდევ 55 წელი დასჭირდა 1965 წლის საარჩევნო და უფლებების აქტის მიღებას, რათა აშშ-ს რასობრივი ბარიერები გაერღვია, რომელიც ბევრ ამერიკელს კენჭისყრაში მონაწილეობაში ხელს უშლიდა. ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი, თანასწორობის უზრუნველმყოფი და უფლებების დამცველი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება. ეს მოითხოვს სიმამაცეს და რწმენას, რათა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ცვლის სტატუსკვოს და გზას უხსნის რეალურ პროგრესს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც კელი დეგნანმა თქვა, როდესაც აშშ აღნიშნავს დამოუკიდებლობის გამოცხადების 244-ე წლისთავს, შთამბეჭდავია იმის ხილვა, თუ რა დიდი გზა გამოიარა და რამდენია კიდევ გასაკეთებელი, რათა განხორციელდეს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მისწრაფებები, რომ აშშ-ის ყველა მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების უფლება.

„საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველები ასევე თავისუფლებისმოყვარული ხალხია, თქვენ მოგიხდათ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. თქვენ გამოიჩინეთ ნამდვილი სიმამაცე და რწმენა, რომელიც გამოიხატა დემოკრატიულ რეფორმებში, რომლებიც თქვენ მიიღეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ქართველებს, ისევე, როგორც ამერიკელებს, აქვთ ნება მძიმე სამუშაო შეასრულონ, რომელიც საჭიროა თქვენი ქვეყნის შესაცვლელად, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც თქვენ ოცნებობთ – თავისუფალი, უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული. ქართველსა და ამერიკელს მტკიცე კავშირები აქვთ. ეს არა მხოლოდ ბრძოლაა ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისთვის, არამედ განგრძობადი ძალისხმევა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და უფრო წარმომადგენლობითი გახდეს. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი, განვაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნო აშშ-ის დაბადების დღე ქართველ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა ელჩმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system