თავში

მელიას გათავისუფლებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - კელი დეგნანი

მელიას გათავისუფლებით, ძალიან მნიშვნელოვანი
მელიას გათავისუფლებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით ნიკა მელიას გათავისუფლებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 

მისი თქმით, საჭიროა ეს პროცესი განვითარდეს და გადაიდგას შემდეგი ნაბიჯი და ოპოზიციური პარტია პარლამენტში შევიდეს. როგორც კელი დეგნანი განმარტავს, მხარეებმა უნდა იმუშავონ საარჩევნო რეფორმაზე იმისთვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ამომრჩეველთა ნდობის პირობებში ჩატარდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ბატონი მელიას გათავისუფლებით, რომელიც ერთ-ერთი ბირთვი იყო იმ შეთანხმების, რომელიც 19 აპრილს იქნა ხელმოწერილი. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი განვითარდეს და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და პარლამენტის წევრობა მიიღონ. ვიცი, რომ საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარეობს მუშაობა, მისასალმებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, იმუშაონ მხარეებმა იმისათვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლთა სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს.

მოლაპარაკებების პროცესში, სასამართლოს რეფორმა ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების და პოლიტიკური პარტიის ნდობით სარგებლობდეს სასამართლო და მთლიანობაში მართლმსაჯულება. ზუსტად ამიტომ, მოვუწოდეთ პარტიებს და ეს იყო ჩვენი გზავნილი არჩევნების შემდეგი დღიდან პარტიებისადმი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და პარლამენტის ჭერქვეშ გაეგრძელებინათ მუშაობა სასამართლო, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system