თავში

კელი დეგნანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია

კელი დეგნანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია
კელი დეგნანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატბეის ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა.  ქალბატონი ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანს.

სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დოქტორმა თამარ შიოშვილმა ელჩს გააცნო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 20-წლიანი თანამშრომლობის ისტორია და IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა., რომელიც ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამაა ამ მიმართულებით საქართველოში.

როგორც შეხვედრის დროს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, ამერიკისმცოდნეობის პროგრამა აერთიანებს ქართულ და ამერიკულ კულტურას და ფანტასტიური შესაძლებლობაა ამერიკასა და საქართველოს შორის კავშირების გასაძლიერებლად.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა შევხვედრიდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.“- განაცხადა ელჩმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტითან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system