თავში

კელი დეგნანი: ვუდასტურებ პატივისცემას საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს

კელი დეგნანი: ვუდასტურებ პატივისცემას საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებ
კელი დეგნანი: ვუდასტურებ პატივისცემას საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს

ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ საზოგადოებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს.

ელჩი მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ულოცავს.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მე და ჩემი კოლეგები საელჩოდან მივესალმებით მედიის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დასაბუთებული და დაბალანსებული ჟურნალისტიკისთვის თავდადებულნი არიან. როგორც ყოფილი ჟურნალისტი, ძალიან ვამაყობ პრესის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულებით. ეს ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, როდესაც სწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. თავისუფალი და პასუხისმგებლიანი მედია საუკეთესო საშუალებაა დეზინფორმაციასა და ფაქტების დაფარვასთან საბრძოლველად.

ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ საზოგადოებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებისთვის, რათა დაიცვან მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system