თავში

მოძრაობა ,,შეცვალემ“ მიხეილ ჩხენკელს ვაზელინი მიუტანა

მოძრაობა ,,შეცვალემ“ მიხეილ ჩხენკელს ვაზელინი მიუტანა
მოძრაობა ,,შეცვალემ“ მიხეილ ჩხენკელს ვაზელინი მიუტანა

მოძრაობა „შეცვალემ“ განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს ვაზელინი, ვაზელინის მედალი და სიგელი მიუტანა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ჩხენკელმა ისე ორიგინალურად გადაუხადა მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ მათ მინისტრის სამახსოვრო სიგელით დასაჩუქრება გადაწყვიტეს.

„მიხეილ ჩხენკელი ცდილობს, რომ დაწინაურდეს მონათა კლასში და სწორედ ამიტომ, რომ არ გაუჭირდეს დაწინაურება, მოვუტანეთ „ვაზელინი“და მედალი. მიხეილ ჩხენკელი გახდა ,,წლის ვაზელინი N1". მას გაუადვილდება დაწინაურება მონების რიგში“, - განაცხადა მოძრაობა ,,შეცვალეს" წარმომადგენელმა. 

განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფომანსი გამართეს მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმაც. აქტივიტებმა განათლების მინისტრს, ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია მიუტანეს და წიგნის წაკითხვა ურჩიეს.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, მოძრაობა „გაბედესა“ და შეცვალეს“ გაღიზიანება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system