თავში

კერძო სექტორი უნდა ჩაერთოს - ალექსანდრე გოგინავა

კერძო სექტორი უნდა ჩაერთოს - ალექსანდრე გოგინავა
კერძო სექტორი უნდა ჩაერთოს - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ პანდემიის მართვის პროცესში კერძო ჰოსპიტალური სექტორი, მათ შორის სადაზღვევო კომპანიები, მეტად უნდა ჩაერთოს. 

გოგინავას თქმით, დაგვიანებული რეაგირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების უმეტესობა ფატალურად მთავრდება. 

„პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიწეროს უფრო მკაცრად, მკაფიოდ განისაზღვროს ჰოსპიტალიზაციის პირობები და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტად გაძლიერება უნდა მოხდეს, რადგან ძირითადად, დაგვიანებული შემთხვევები მთავრდება ფატალურად, როდესაც პაციენტების შეფასება ხდება დაგვიანებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეთ პირველადი ჯანდაცვის ექიმთან. ამიტომ ჩემი აზრით, გარდა სახელმწიფოსი, კერძო სადაზღვევოს ექიმებიც უნდა ჩაერთონ ამ რგოლში. მწირი რესურსების მქონე ქვეყანას ძალიან უჭირს პანდემიასთან გამკლავება, ამიტომ კერძო სექტორი, კერძო სადაზღვევო მეტად უნდა ჩაერთოს ინფექციის მართვაში“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system