თავში

ქეთევან წამებულის ქუჩაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ქეთევან წამებულის ქუჩაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
ქეთევან წამებულის ქუჩაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სივრცეში ორი ადამიანი სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. 

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, შემთხვევა ძველ, მიტოვებულ შენობაში მოხდა, რომელიც საცხოვრებლად იყო გადაკეთებული.

კომპანიის წარმომადგენლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამოიძახა, რომელსაც აღნიშნულ სივრცეში ორი ადამიანის ცხედარი დახვდა. 

"აღმოჩნდა, რომ მათ გაზი უკანონოდ ჰქონდათ მიერთებული და მოიხმარდნენ გაზს და სახლში ჰქონდათ ისეთი ტიპის დანადგარები, რომლის დაყენებაც არ შეიძლება დახურულ სივრცეში, აკრძალულია. მათ თვითნებურად ჰქონდათ გაზის ცენტრალური მილიდან საცხოვრებელში შეყვანილი გაზი. გარდაცვლილებიდან ერთი 1990 წელს დაბადებული ხოლო მეორე 2008 წელს იყო დაბადებული. მათი გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ეს მოხდა CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად“, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system