თავში

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიის პრეზიდენტთან ნაციონალური სამოსით გამოცხადდა - PHOTO

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიის პრეზიდენტთან ნაციონალური სამოსით გამოცხადდა - PHOTO
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიის პრეზიდენტთან ნაციონალური სამოსით გამოცხადდა  - PHOTO

საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონია ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენციაში, ისტორიული Hofburg-ის სასახლეში გაიმართა. სიგელების გადაცემის ცერემონიალის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ავსტრიის პრეზიდენტს შორის.

ქვეყნის მეთაურმა წარმატებული მისია უსურვა საქართველოს ელჩს, რომელმაც თავის მხრივ საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა. საუბარი შეეხო ასევე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, ჰოფბურგის სასახლის ეზოში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც ავსტრიის სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და ავსტრიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა. საქართველოს ელჩი შეხვედრაზე ნაციონალური სამოსით გამოცხადდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system