თავში

ქეთევან ციხელაშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს

ქეთევან ციხელაშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს
ქეთევან ციხელაშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეს ფეისბუკ პოსტით ეხმაურება.

„სამ წელზე მეტი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, ამ უმძიმესი ფაქტიდან.

გიგა ოთხოზორია შეუერთდა იმ გმირების რიგებს, რომელთაც თავის შესწირეს სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას.

ასეთ ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს ყველაზე კარგად ესმით, თუ როგორი უბედურებაა კონფლიქტი და როგორი დიდია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა“, - წერს მინისტრი.

12 ოქტომბერს გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეა. იგი 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system