თავში

"ხელები შორს თავისუფალი მედიისგან" - აქცია "TV პირველთან"

"ხელები შორს თავისუფალი მედიისგან" - აქცია "TV პირველთან"
ხელები შორს თავისუფალი მედიისგან - აქცია TV პირველთან

ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, "TV პირველის" დასაცავად აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეები, სოლიდარობას უცხადებენ "TV პირველს" და სასამართლოს განჩინებას აპროტესტებენ. 

"სასამართლომ დადგენილების სახით გამოსცა და გზა გაუხსნა სპეცრაზმს, რომ შტურმით შეიჭრნენ ტელევიზიაში, როგორც ეს რამდენიმე კვირის წინ ოპოზიციური პარტიის ოფისზე განახორციელეს. ანალოგიურის საშუალებას აძლევს დღეს სასამართლო პოლიციას. მათი მიზანია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს კრიტიკული აზრი და დასავლური სწრაფვა", - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ცნობისთვის, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ტვ პირველთან" დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system