თავში

ხაჭაპურის გზა "იუნესკომდე"

​ხაჭაპურის გზა "იუნესკომდე"
ხაჭაპურის გზა იუნესკომდე

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინფორმაციით, ხაჭაპურის ტრადიციის სხვადასხვა მიმართულებით შესრულებული პირველადი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოში ხაჭაპურის 50- ზე მეტი სახეობა არსებობს, თუმცა, ეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. 

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ამ არამატერიალური ფასეულობის შენარჩუნება ქვეყნის თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციაში თავისი განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს მეცნიერებამ, ბიზნესმა და სახელწიფომ. ამიტომაც ასოციაცია ცდილობს სოფელ რუხში დაამკვიდროს ხაჭაპურის ფესტივალის გამართვის ტრადიცია.

ამ მიზნით, 27 თებერვალს გაიმართება სამეცნიერო- საგანმანათლებლო კონფერენცია “ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში”.

“ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში”  საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის გარდა, „ეროვნულ პროდუქტად“ განიხილავს USAID Zrda Activity in Georgia-ც, რომელიც ღონისძიების მხარდამჭერია.

შეგახსენებთ, "ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბრძანებას ხელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა.

"ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია. აღნიშნული ელემენტისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად შეიძლება მოვიაზროთ. მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში", - განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system