თავში

ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა - იმნაძე

ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა - იმნაძე
ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ხალხის ნაწილს კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიების სჯერა. 

მისივე თქმით, ნდობის მოსაპოვებლად მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო.

„ჩვენი კვლევებით 22 პროცენტამდე ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს, 55-დან 60 პროცენტამდე კი დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს.

ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა იმდენი რამ ვრცელდება, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ხალხის ნაწილს ამ შეთქმულების თეორიების სჯერა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისევ მეტი მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, მეტი განმარტება, ახსნა, თუ როგორი და რა ტიპის ვაქცინებია. ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ,,პირველი არხის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system