თავში

ხანძარი ატენის ხეობაში - ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს

ხანძარი ატენის ხეობაში - ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს
ხანძარი ატენის ხეობაში - ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს

ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლია. რთული რელიეფის და ხილვადობის არარსებობის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება. ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

როგორც report.ge-ს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, სოფელ ორმოცთან მობილიზებულია 40-მდე მეხანძრე-მაშველი. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი. დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ასევე, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება 200 მეხანძრე-მაშველამდე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system