თავში

ხანძარი ძველ თბილისში

ხანძარი ძველ თბილისში
ხანძარი ძველ თბილისში

ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ მიიღო ხელის მსუბუქი დამწვრობა.

ცეცხლი ბააზოვის ქუჩაზე, იტალიური ტიპის ორსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა

"ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. გერცელ ბააზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლზე. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები. პარალელურად, დაიწყო დამატებითი ცოცხალი ძალის და ტექნიკის მობილიზება. ბააზოვის ქუჩაზე სულ გამოცხადდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისთვის კი, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ მიიღო ხელის მსუბუქი დამწვრობა. ბააზოვის ქუჩაზე იმყოფებოდა და ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი" -  ნათქვამია საგანგებოს ინფორმაციაში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system