
თბილისში, პურის მოედანზე, სამსართულიანი შენობის მესამე სართულზე ხანძარი გაჩნდა .
როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, დაშავებულებზე ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.