თავში

ხანძარი რაჭის, სამეგრელოსა და სვანეთის ტყეებში

ხანძარი რაჭის
ხანძარი რაჭის, სამეგრელოსა და სვანეთის ტყეებში

საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 5 ლოკაციაზე ხანძარს ისევ ებრძვიან.  

report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული. 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმურის მიმდებარედ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ხანძარს ებრძვიან რაჭაშიც,  ონის მუნიციპალიტეტში ცეცხლის ორი კერა სხვადსხვა ადგილაზეა, ასევე  ხანძარია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ  აბარის მიმდებარედაც. 

ტყის ქვედა საფარი იწვის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოშიც.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ამ წუთებში ხანძის  სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ. თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს."- აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

საქართველოს მასშტაბით, 19 ნოემბერს ხანძრის 7 კერა იყო, სვანეთსა და აჭარაში ხანძრის ლიკვიდაცია უკვე მოხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system