თავში

ხანძარი თბილისში - ადგილზე 8 სახანძრო მანქანა მუშაობს - PHOTO

ხანძარი თბილისში - ადგილზე 8 სახანძრო მანქანა მუშაობს
ხანძარი თბილისში - ადგილზე 8 სახანძრო მანქანა მუშაობს - PHOTO

თბილისში, ბუხაიძის 14 ნომერიში ხანძარია.

როგორც თვითმხილველი report.ge-ს უყვება, ოთხსართულიან სახლში, ხანძარი მესამე სართულზე, სარეცხ მანქანას გაუჩნდა, ხოლო შემდეგ ცეცხლი მეოთხე სართულზეც გავრცელდა. ხანძრის ქრობის დროს საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულის იატაკი ჩამოინგრა. თვითმხილველის თქმით, ხანძრის გაჩენის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობაა.

როგორს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს ბუხაიძის ქუჩაზე, იტალიური ეზოს ტიპის სახლში იყო გაჩენილი ხანძარი. ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მათივე ცნობით, დაშავებული არავინ არაა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system