თავში

ხანძრები საბერძნეთში - საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

ხანძრები საბერძნეთში - საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს
ხანძრები საბერძნეთში - საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთის ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ ჰუმანიტარული დახმარების კამპანიას ათენში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებიც უერთდებიან.

როგორც საგარეოში აცხადებენ, აღნიშნულ საქმეში წვლილის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

"საბერძნეთის ტერიტორიაზე მძვინვარე ხანძრების შედეგად გამოწვეული უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ ჰუმანიტარული დახმარების კამპანიას ათენში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით უერთდებიან.

საბერძნეთის ოფიციალური უწყებების რეკომენდაციის შესაბამისად, გროვდება პირველადი მოხმარების ნივთები: 1. მედიკამენტები (ტკივილგამაყუჩებლები, დამწვრობის კრემები); 2. ჰიგიენური საშუალებები; 3. საკვები (კონსერვები, მშრალი საკვები, წყალი, წვენი); 4. ცხოველების საკვები.

ზემოჩამოთვლილი ნივთები გადაეცემა ხანძრით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებს.

საელჩოს ჰუმანიტარულ ინიციატივას უკვე შეუერთდა საქართველოს ფოსტა. 

სურვილის შემთხვევაში, ამ კეთილშობილურ საქმეში წვლილის შეტანა ნებისმიერს შეუძლია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system