თავში

ხარაგაულში მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანას ნაკბენით გარდაიცვალა

ხარაგაულში მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანას ნაკბენით გარდაიცვალა
ხარაგაულში მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანას ნაკბენით გარდაიცვალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანას ნაკბენით გარდაიცვალა. შემთხვევა 17 სექტემბერს მოხდა.

ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატის, დოდო ხაჩიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია, რომელსაც გული აწუხებდა.

"მამაკაცი კრაზანას დანესტვრიდან მალევე, ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისთანავე გარდაიცვალა, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა. ბოლო დროს სოფელში კრაზანა ძალიან მომრავლდა, რის გამოც მოსახლეობა შეშინებულია,"- ამბობს ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე.

ამჟამად გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ცნობისთვის, იმერეთის რეგიონში, ეს კრაზანას მიერ ადამიანის დაკბენის პირველი შემთხვევა არ არის, მიმდინარე წლის ივლისში, ზესტაფონში კრაზანას ნაკბენით ორი მამაკაცი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system