თავში

ხარაგაულში, მუშას კომპანიის კუთვნილი სატვირთო დაეჯახა და გარდაიცვალა

ხარაგაულში, მუშას კომპანიის კუთვნილი სატვირთო დაეჯახა და გარდაიცვალა
ხარაგაულში, მუშას კომპანიის კუთვნილი სატვირთო დაეჯახა და გარდაიცვალა

ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, კიდევ ერთი მუშა დაიღუპა. ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

41 წლის მამაკაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის - ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სპეციალისტების წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები.

"ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ადმინისტრაციის მხრიდან, ამ დრომდე არ არის შესრულებული წლების განმავლობაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ, შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნის",- აცხადებენ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში.

მათივე თქმით, ამ დრომდე სასამართლოს წარმოებაშია ორი მუშის საქმე, რომელიც აღნიშნულ გვირაბში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დასახიჩრდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system