თავში

იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე ქართული მხარე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს

იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე ქართული მხარე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს
იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე ქართული მხარე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან. შეხვედრის თემას წარმოადგენდა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც ასევე იმყოფებოდა სადეპორტაციო ცენტრში. ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით. 

,,ქართულმა მხარემ ელჩს მოსთხოვა ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება. თავის მხრივ იტალიის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იტალიელი სამართალდამცველების მხრიდან ყველაფერი კეთდება მომხდარის ოპერატიული გამოძიების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის თაობაზე ასევე დაგეგმილია საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის საგრეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, ხოლო საელჩოს კონსული ადგილზე ჩავა და შეხვედრებს გამართავს ქალაქ გორიციის პროკურატურის წარმომადგენლებთან. იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

შეგახსენებთ, იტალიაში საქართველოს 38 წლის მოქალაქე, ვახტანგ ენუქიძე დაუდგენელი მიზეზით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა, ერთ-ერთი სადეპორტაციო ცენტრიდან გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system