თავში

ხარივით ჯანმრთელია, დაარჭეთ და გამოუშვით, გუფთა ელოდებაო - ვაქცინაციის რიგში მოსმენილი სახალისო ისტორიები

ხარივით ჯანმრთელია, დაარჭეთ და გამოუშვით, გუფთა ელოდებაო - ვაქცინაციის რიგში მოსმენილი სახალისო ისტორიები
ხარივით ჯანმრთელია, დაარჭეთ და გამოუშვით, გუფთა ელოდებაო - ვაქცინაციის რიგში მოსმენილი სახალისო ისტორიები

თსუ-ს ლექტორი დავით ჭალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ვაქცინაციის რიგში მოსმენილ რამდენიმე შემთხვევას იხსენებს: 

"მოკლედ დღეს აცრაზე გავყევი ახლობელს და 5-6 წუთში გამოვედით, ჩემებური ოპერატიულობით გამოვირჩეოდი.

გამოვედით და 30 წუთი იჯექითო, იდეაში 10 წუთში 1 ადამიანი უნდა შესულიყო.  ჩვენს მერე შევიდა მამაკაცი და ღია კარში მესმოდა:

ასაკი ? -45, არა უკვე 46 , არა ამ თვის ბოლოს ვხდები მამენტ, ტო.

კორონა ხომ არ გადაგიტანიათ? -ეგღმა მაკლიაო.

თანხლები დაავადებებიო? -ეგ რა არისო?!

ღვიძლის რაიმე? -არ ვიციო.

ფილტვის? - არ ვიციო.

გულის დაავადება ან ოპერაციებიო? - მერავიო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველა კითხვაზე პასუხი იყო - არ ვიცი, მე რავიცი.

ბოლოს, წამლებს სვამთო? - მე რავიციო.

ასე აცრას ვერ გაგიკეთებთო და დაურეკა ცოლს, ლაუდსფიქერზე, და იმას დაუწყეს კითხვების დასმა, ხარივით ჯანმრთრლია დაარჭრთ გამოუშვით, გუფთა ელოდება, მზადააო.

გამოვიდა 20 წუთში …

შევიდა ახალგაზრდა ბიჭი, ქალი გარეთ დატოვა… 10 წუთის მერე კარიდან იძახის, დედა ალერგია რა არის ? მკითხეს და არ ვიცი მაქვს თუ არაო, არა დედი არ გაქვსო.

გამოვიდა ძლივს ესეც, დედამ ხელი გადაუსვა, მოეფერა ფუფუაზე და შემდეგი კაცი შევიდა. კარიდან დაიძახა, მოდი ქალო შემომყევი, შენ უპასუხე, მე რავიცი ჩემი რაღაცეებიო.

აგერ ახლობლის სტატუსზე ექიმმა დაწერა, კაცები რომ მოდიან თავში ხელის შემოტყმა მინდებაო, უმეტესობა ცოლს ურეკავს და თუ არ აიღეს მერე იქყება ტანჯვაო … ასეთები შვილს როგორ აკეთებენ გამაგებინეთ …" - წერს ჭალიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system