თავში

ხარვეზი აღმოფხვრილია - ტიკარაძე ბოდიშს იხდის

ხარვეზი აღმოფხვრილია - ტიკარაძე ბოდიშს იხდის
ხარვეზი აღმოფხვრილია - ტიკარაძე ბოდიშს იხდის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხარვეზი ამ დროისთვის აღმოფხვრილია. მისივე თქმით, იმსჯელებენ, როგორ შეიძლება დააზღვიონ ამ ტიპის პრობლემები, რადგან მსგავსი ფაქტი რუსთავშიც დაფიქსირდა. 

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით ეს პირველი შემთხვევა იყო. მე პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს კეთილსინდისიერად მივიდა ვაქცინაციაზე და ვერ მოხერხდა მათი ვაქცინაცია, თუმცა მქონდა კომუნიკაცია ჩემს უწყებასთან და შესაბამისად, ამ მომენტისთვის ხარვეზი არის აღმოფხვრილი. ჩვენ დამატებით გვაქვს თათბირი, რომლის ფარგლებში განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება, გადავაზღვიოთ მსგავსი პრობლემები, რომლებიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსთავშიც იყო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 21 ივნიისს რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად მისული მოქალაქეების ნაწილის აცრა ვერ მოხერხდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებას ხვალისთვის ელოდებოდნენ, თუმცა ამ დრომდე დაზუსტებული არ არის თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა დამატებით დოზებს.

გამყრელიძის თქმით, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, იყოს გარკვეული შეფერხებები. თუმცა, გამყრელიძემ განმარტა, რომ რეგიონებიდან გარკვეული ნამატი დოზები ჩამოიტანეს და ყველა შეძლებს მეორე დოზის გაკეთებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system