თავში

ხათუნა ზახაშვილი ხვალ Sinofarm-ით აიცრება

ხათუნა ზახაშვილი ხვალ Sinofarm-ით აიცრება
ხათუნა ზახაშვილი ხვალ Sinofarm-ით აიცრება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ხვალ, 6 მაისს, ჩინური ვაქცინა - Sinofarm-ით აიცრება.

NCDC-ის ინფორმაციით, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებს დაემატა COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell) ვაქცინა - სინოფარმი (მწარმოებელი Sinopharm, ჩინეთი).

"COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell) ვაქცინა (სინოფარმი) აღიარებულია და გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში, სადაც 200 მილიონზე მეტი დოზაა უკვე ადმინისტრირებული.

საქართველოში COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell- სინოფარმი) ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 5 -24 მაისის პერიოდისთვის უკვე დარეგისტრირდა 20 987 მოქალაქე. 4-5 მაისს სულ აიცრა 2278 მოქალაქე.

ამ ეტაპზე COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell-სინოფარმი) ვაქცინაცია მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 77 დაწესებულებაში, 80 ამცრელი ბრიგადით და დაგემილია აცრის წერტილების ეტაპობრივი გაფართოება. 

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (მწარმოებლები: ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით,"- აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system